მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონმა, ასევე არაერთი რეკორდების მფლობელმა ლაშა ტალახაძემ სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრა.
“სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება ეს დაფინანსება, რადგან ძალიან ბევრი მათგანი მათით სულდგმულობს და მათი მამოძრავებელი ძალაა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ დაფინანსებას, მითუმეტეს, როგორი რთული განცხადებაც გაავრცელეს”, – განაცხადა ტალახაძემ.
საგულისხმოა, რომ ლაშა ტალახაძე სათამაშო ბიზნესის მხარდასაჭერ პრესკონფერენციას საგინაშვილთან, კოსტა ჯანაშიასთან, ნინო ოძელაშვილთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად ესწრებოდა.








