ბაიერნის ყოფილმა ლიდერმა და კაპიტანმა ფილიპ ლამმა მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გუარდიოლაზე, რომელთანაც იგი მიუნხენის ბაიერნში მუშაობდა მედიას თავისი მოსაზრებები გააცნო.
„გუარდიოლას გუნდის სიკარგის დანახვა მარტივად შეიძლება, მაშინაც კი, თუ თქვენ შავ-თეთრი ტელევიზორი გაქვთ. ამის მიღწევა მხოლოდ გასახდელ ოთახში მითითებების მიცემით არ შეიძლება. ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება.
როდესაც პეპი 2016 წელს მანჩესტერ სიტის პირველად შეუერთდა, მან ადგილის დაკავების შემდეგ რეორგანიზაცია მოაწყო, კლუბმა პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ახლა კი ისევ ცხრილის სათავეში დგას – მათთან ახლოსაც კი არავინ არის.
პრემიერ ლიგა უნიკალურია, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტიტული ხუთმა კლუბმა მოიგო და მხოლოდ პეპის გუნდმა მოახერხა ტიტულის დაცვა.”, – თქვა ლამმა.





