გიორგი ასანიძის და ლაშა ტალახაძის წარდგენა ქართული სპორტის ქომაგთათვის ალბათ საჭირო არ უნდა იყოს. ორი დიდებული ქართველი ძალოსანი, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას წერენ.
მათი ტიტულების ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა ვთქვათ, რომ ერთსაც და მეორესაც ყველაფერი მოგებული აქვთ, რაიმეს მოგება თუ შეიძლება.
გიორგი ასანიძე ისეთივე პროფესიონალი მწვრთნელი გამოდგა, როგორი სპორტსმენიც იყო. ის ახლა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ლაშა ტალახაძეზე კი აბა ახალი რა უნდა ვთქვათ? ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერ მამაკაცად არის აღიარებული და რეკორდს-რეკორდზე ამყარებს.

ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე საჩხერიდან არიან. რამდენიმე წლის წინ, ამ კოხტა ქალაქში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა. ვანდალიზმს რა დალევს, მაგრამ როდესაც ამას შენს მშობლიურ ქალაქში სჩადიან ორმაგად უფრო საწყენია.
ძალოსანთა ნაკრების მთავარი ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.






