შემოდგომის ერთა თასი (ე.წ. 8 ერი) დასრულდა. მისი გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი დაამარცხა.
ჩვენმა გუნდმა მართალია ტურნირზე ყველა მატჩი წააგო და ბოლო მერვე ადგილზე გავიდა, თუმცა რამდენიმე „გამონათება“ ნამდვილად გვქონდა.
სწორედ ასეთი იყო გიორგი კვესელაძის საოცარი ლელო ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, თანაც ის ამით (და არამარტო) მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
სასიამოვნოა, რომ „კვესო“ კიდევ ერთხელ გამოარჩიეს და გულშემატკივრებმა მისი ლელო ხმათა 65%-ით აღნიშნულ ტურნირის საუკეთესოდ მიიჩნიეს, რაც უდავოდ ბრწყინვალე მიღწევაა.








