არ გვეგულება ფეხბურთის ქართველი ქომაგი, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი რომ არ აინტერესებდეს. 19 წლის ქართველი ტალანდი „რუბინში“ დიდხანს დასარჩენად არავის გვემეტება. სავარაუდოდ, რუსეთში წლობით დარჩენა არც თავად საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის ინტერესებში უნდა შედიოდეს.
ამჟამად, „რუბინი“ და მასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც თურქულ შეკრებაზე იმყოფება და მომავალი სეზონისთვის ანთალიაში ემზადება. ამხანაგურ მატჩებში ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე გატანილი გოლითაც გამოირჩა.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბოლო ხანს არაერთი ჭორი გავრცელდა. ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, ყველაზე ხშირად კი დორტმუნდის ვარიანტი ჟღერდებოდა. ახლა კი ჰორიზონტზე იტალია და კერძოდ „ნაპოლი“ გამოჩნდა.
როგორც ამბობენ, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და ხვიჩა კვარაცხელიაც იტალიურ გრანდს მალე შეუერთდებაო, „რუბინი“ კი სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებსო.
ისე, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიტანურ კლუბში ხილვა მართლაც სასიამოვნო იქნებოდა. ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო და იმედია ხვიჩა კვარაცხელიაც ჯენარო გატუზოს გუნდში ნამდვილად გადაბარგდება.





