კატალონიის “ბარსელონას” 33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი კუნ აგუერო ფეხბურთს ემშვიდობება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუნ აგუერო გულზე პრობლემების გამო კარიერას დაასრულებს. კატალონიური გუნდი პრესკონფერენციას მომდევნო კვირაში გამართავს.
აგუერო კატალონიურ გუნდს სეზონის დასაწყისში შეუერთდა, არგენტინელმა ფეხბურთელმა დისკომფორტი “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში იგრძნო და ეს შეხვედრა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საკლუბო კარიერაში 5 პრემიერ ლიგა, ინგლისის FA Cup, 6 ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა, ევროპის სუპერთასი და 3 ინგლისის სუპერთასი მოიგო. არგენტინელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერაში კოპა ამერიკა, ოლიმპიადა და ორი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 33 წლის ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ბომბარდირი 2014/2015 წლების სეზონში გახდა.
კუნ აგუერო “მანჩესტერ სიტის” ლეგენდარულ ფეხბურთელად იქცა, 2011/2012 წლების სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდს პრემიერ ლიგა პირადად მოაგებინა.
კუნ აგუერომ პროფესიონალურ კარიერაში 663 მატჩში 379 გოლი გაიტანა და 118 საგოლე გადაცემა შეასრულა.








