მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ჩელსის ნახევარმცველ მეისონ მუნტს ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარზე უპასუხა.
„ახლაც კარგად მძინავს, მაგრამ გუშინ კარგები იყავით. გილოცავთ, თქვენს პირველ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატებებს გისურვებთ,” – დაწერა კროოსმა ტვიტერში.
მეორე თამაშის დაწყებამდე, გერმანელმა, ჩელსისთან წინა მატჩზე საუბრისას, თქვა: „მათზე ფიქრით უძილობა ნამდვილად არ მჭირს. ჩვენ ვიცით, სად არის მათი ძლიერი მხარეები”.
მაუნტმა მადრიდის რეალთან მეორე შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ განაცხადა: „რეალის ერთ-ერთი ფეხბურთელის ნათქვამი გავიგე, რომ მას სხვა ფეხბურთელების გამო უძილობა არასდროს განუცდია. მაგრამ ახლა მათ ძილის დაკარგვა მოუწევთ.”





