ფრანგული მედიის ინფორმაციით კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსის” დატოვება სურს.
რონალდუს კარგად ესმის, რომ მისი შეძენა მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია და ერთ-ერთი მათგანი მანჩესტერ სიტია. პორტუგალიელი თანახმაა კარიერა “წითელი ეშმაკების” მთავარი მეტოქის რიგებში გააგრძელოს.
“იუვენტუსს”, რომელიც ტრანსფერის წინააღმდეგი არაა, ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 1 კვირაა დარჩენილი და ყველაფერი ამ პერიოდში უნდა გაირკვეს.
პორტუგალიელ ფეხბურთელს “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.





