ოთარ კაკაბაძემ პოლონეთში გადასვლის შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა. ექსტრაკლასის მე-10 ტურის მატჩში “კრაკოვიამ” შინ “სტალ მილეკი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
ოთარმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 46-ე წუთზე შემოვიდა, 62-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
“კრაკოვია” პოლონეთის ჩემპიონატში, 10 ტურის შემდეგ მე-9 ადგილს იკავებს. მიხაილ პრობიერიჟის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს პოზნანის “ვარტრას” წინააღმდეგ გამართავს. ოთარ კაკაბაძე კი ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.








