23 წლის მცველი, კონსტანტინოს მავროპანოსი კაირერას „შტუტგარდში“ გააგრძელებს. ბერძენმა ფეხბურთელმა გასული სეზონი გერმანულ კლუბში იჯარით გაატარა, რის შემდეგაც „შტუტგარტმა“ მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
მავროპანოსი აქამდე „არსენალის“ საკუთრება იყო და კლუბს 2018 წელს ბერძნული „იანინა“-დან შეუერთდა. ბერძენი ფეხბურთელი 2019 წელს „ნიუნბერგში“ გაანათხოვრეს, 2020 წლიდან კი „შტუტგარტის“ ღირსებას იცავდა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მავროპანოსმა გასულ სეზონში გერმანული კლუბის რიგებში 22 მატჩი ჩაატარა.





