ირლანდიელ მებრძოლს 6 თვე ოქტაგონზე ვეღარ ვიხილავთ. არც ის გამოვრიცხოთ, მან კარიერის მეოთხედ დასრულების შესახებ გამოაცხადოს.
ეს ხანგრძლივი უქმობა კი დისკვალიფიკაციით ან რაიმე სხვა ტიპის სასჯელით გამოწვეული არ გახლავთ. UFC-ის წესების მიხედვით, ამა თუ იმ ბრძოლის შემდეგ სპორტსმენებზე სამედიცინო დასკვნა იდება. კონორ მაკგრეგორმა კი დასტინ პიორესთან წაგებული ჩხუბის შემდეგ ფეხის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმებმა ის შეამოწმეს, UFC-ის ბოსებმაც იმსჯელეს და ირლანდიელს 6 თვიანი დასვენება გამოუწერეს.
რაც შეეხება დასტინ პიორეს, ამერიკელს მომდევნო ჩხუბის გამართვა უკვე ერთ კვირაშიც შეეძლება, თუმცა ეს რომ არ მოხდება ისედაც ნათელია.
შეგახსენებთ, 24 იანვარს, აბუ-დაბიში, UFC 257-ის ეგიდით გამართულ მთავარ ორთაბრძოლაში, კონორ მაკგრეგორი ამერიკელმა დასტინ პიორემ ლაზათიანად მიბეგვა და მეორე რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა.





