აბუ დაბიში, მებრძოლთა კუნძულზე UFC 257-ის ღონისძიება გაიმართა. მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დასტინ „დაიმონდ“ პორიე და კონორ „ნოტარიუს“ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ, სადაც ამერიკელმა ირლანდიელი ნოკაუტით დაამარცხა.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ირლანდიელმა 25 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
წყაროს ინფორმაციით, კონორმა ოქტაგონზე გატარებულ თითოეულ წამში დაახლოებით 55.000$ მიიღო. თანაც 5 მილიონი ირლანდიელს მხოლოდ ბრძოლაზე თანხმობისთვის გადაუხადეს.
რაც შეეხება გამარჯვებულ „ბრილიანტს“, მან ბრძოლისთვის მხოლოდ 1 მილიონი დოლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ კონორისთვის ეს კარიერაში ნოკაუტით ოქტაგონზე პირველი მარცხი იყო.





