საქართველოს ნაკრების ახალმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.
ფრენკამპმა გაიხსენა 2012 წელი, როცა მან ამერიკის შეერთებული შტატების 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში აშშ ავსტრალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა, იმ მატჩში ფრენკამპი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.








