ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კოლუმბია 2021 წლის კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლებას დაკარგავს.
წყაროს ინფორმაციით, მთელი ტურნირი არგენტინაში გაიმართება, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თავდაპირველად კოლუმბიაშიც უნდა ჩატარებულიყო.
ამის მიზეზი კოლუმბიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის მდგომარეობასთან დაკავშირებით იმართება.
გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ პროტესტი კოლუმბიაში 28 აპრილს დაიწყო და მეოთხე კვირაა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ ამ იდეაზე უარი თქვა.





