გაცხადებული ამბავია და წყალი აღარ გაუვა, რომ ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტის“ სერხიო აგუერო დატოვებს. არგენტინელ ფორვარდს ქალაქელებისთვის“ ბევრი აქვს გაკეთებული და ამიტომაც შეიძლება მას გუნდის ერთ-ერთი ლეგენდაც ვუწოდოთ.
აგუეროს წასვლის შემდეგ კი მანჩესტერულ გრანდს ბუნებრივია შემცვლელი დასჭირდება. „სიტიმაც“ მას მიაგნო. ყოველშემთხვევაში თვალი რომელუ ლუკაკუზე აქვს დადგმული და ბელგიელის გადასაბირებლადაც კოლოსალური თანხის გაღებას აპირებს.
„ინტერს“, რომლის ღირსებასაც ლულაკუ იცავს და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის. ამიტომაც, მანჩესტერული კლუბის ბოსები თვლიან, რომ მსუყე თანხის შეთავაზების შემთხვევაში „ნერაძურის“ ხელმძღვანელობა ცდუბებას ვერ გაუძლებს. საუბარია 120 მილიონ ევროზე.
რომელუ ლუკაკუს რომ ხელფასის სახითაც გაცილებით მეტს შესთავაზებენ, ვიდრე „ინტერში“ აქვს ორი აზრი არ არსებობს. გეცოდინებათ, ლუკაკუ წლების მანძილზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა. ამიტომაც რთული სათქმელია რამდენად დათანხმდება მოსისხლე მტრის ბანაკში გადაბარგებას.
მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუს ანგარიშზე უკვე 19 გატანილი გოლია.





