2016 წელს საშინელი ავტოავარიის შემდეგ, კოლბი სტივენსონს გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა.
მას თავის ქალაში და კისრის არეში მრავლობითი მოტეხილობა, ასევე გაბზარული ნეკნების დაზიანებაც აღენიშნებოდა.
სტივენსონი სასწაულებრივად მალე გამოჯანმრთელდა და სულ რაღაც 6 თვეში უკვე თხილამურებით სრიალებდა.
6 წლის შემდეგ კი, თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა შორის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.








