კონფერენცლიგაზე დინამო “ბათუმის” წამრატებული ასპარეზობის შემდეგ, აჭარული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეს ეს კონფერენცია გამართა:
”ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, რომელმაც გუნდს შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოუპოვა.
მოთამაშეები გავამხნევე, თუმცა ფეხბურთელებისთვის არაფრის ახსნა არ იყო საჭირო, მათ მოტივაცია არ აკლდათ, ბოლომდე დაიხარჯნენ, თამაშის მნიშვნელობა გააზრებული ჰქონდათ, შედეგი ტაბლოზე ჩანს.
მე არასდროს მითქვამს, რომ ბატე ძლიერი გუნდი არ არის. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია. კმაყოფილი ვარ, რომ ძლიერი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით. გაგვიმართლა თუ არა იმაში, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი დაინიშნა? ძლიერებს უმართლებთ… ისევე, როგორც ბათუმში, აქ თამაშიც სასიამოვნო იყო. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს”-განაცხადა გეგუჩაძემ
შეგახსნებთ, რომ დინამო ბათუმი კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩში სივასპორს დაუპირისპირდება.





