ქუთაისის „ტორპედოს“ ადმინისტრაცია საკუთარ Facebook-გვერდზე იუწყება, რომ კლუბმა ფეხბურთელების მიმართ არსებული დავალიანების გადახდა დაიწყო და 2021 წელს გუნდი ვალის გარეშე შეხვდება.
„ტორპედო“ ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის განცხადებით კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება.
გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისურმა კლუბმა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ფლეი-ოფის ორმატჩიან დუელში ქუთაისელებმა გაგრა 3:1 დაამარცხეს.





