„ლივერპული“ პრემიერლიგაში პირველ ადგილზე გადასკუპდა. მერსისაიდელებმა ეს უშუალო კონკურენტის „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ შეძლეს. იურგენ კლოპის შეგირდებმა შინ რთული მატჩი მოიგეს (2:1) და აქტივში 3 ქულა მიითვალეს.
ჟოზე მოურინიოსგან განსხვავებით კმაყოფილია და კარგ ხასიათზეა მისი ვიზავი იურგენ კლოპი. გერმანელმა სპეციალისტმა ხაზი დამსახურებულ მოგებას გაუსვა და აღნიშნა, რომ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ.
„ჩვენ ვაჩვენეთ თუ როგორ უნდა ითამაშო კონტრშეტევაზე მონსტრების წინააღმდეგ. დამსახურებულად მოვიგეთ და ამით ბედნიერი ვარ. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და მეტოქეზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. „ტოტენჰემს“, გოლის შემდეგ მხოლოდ ორი შანსი ჰქონდა და ამის გამოკლებით სხვა დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნიათ.
სხვათა შორის, ის გოლიც თამაშგარედან გავიდა. VAR-მა ეპიზოდი რამდენჯერმე გაარჩია და ოფსაიდი ვერ აღმოაჩინა, მე კი დავინახე. საბოლოო ჯამში საინტერესო მატჩი გამოდგა და მოხარული ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. ფირმინოს თავურის შემდეგ მეშვიდე ცაზე ვიყავი“ – თქვა იურგენ კლოპმა.





