კლაუდიო რანიერი “უოტფორდის” ახალი მთავარი მწვრთნელია. ინგლისურმა კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ინგლისურმა “უოტფორდმა” რამოდენიმე დღის წინ ესპანელი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დაითხოვა და რანიერი სწორედ მის შემცვლელად მოიყვანეს.
კლაუდიო რანიერის სხვადასხვა დროს “პუტეოლანაში” “კალიარიში” “ნაპოლიში” “ფიორენტინაში” “ვალენსიაში” “ჩელსიში” “პარმაში” “იუვენტუსში” “რომაში” “ინტერში” “მონაკოში” “ნანტიში” “ფულემში” “სამპდორიაში” “ლესტერ სიტიში” და საბერძნეთის ნაკრებში უმუშავია.
🤝 Watford FC is delighted to confirm the appointment of Claudio Ranieri as the club’s new Head Coach.
Welcome to Watford, Claudio! 💛
— Watford Football Club (@WatfordFC) October 4, 2021





