პრემიერლიგის პირველ ტურში ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა “უოტფორდმა” “ასტონ ვილას” ანგარიშით 3:2 სძლია. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ანგარიში ემანუელ დენისმა გახსნა მე-10 წუთზე 42-ე კი წუთზე ისმაილა სარის გოლით უოტფორდი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
ჩისკოს გუნდის უპირატესობა სამ ბურთამდე 67-ე წუთზე გაიზარდა, როდესაც ხეტაფედან გადასულმა კუჩომ გამოიჩინა თავი. ჯეკ გრილიშის გარეშე დარჩენილმა ასტონ ვილამ მაკგინისა და ინგსის გოლებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც ვეღარ მოახერხა – 3:2.
“უოტფორდი” პრემიერლიგის მომდევნო ტურში “ბრაიტონს” ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ “დინამო” თბილისიდან” წასვლის შემდეგ, ჩისკო “უოტფორდში” დანიშნეს, სადაც ჯერ პრემიერლიგის საგზური მოიპოვა და ახლა უკვე პრემიერლიგაში პირველი გამარჯვებაც იზეიმა.





