ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი სპორტსმენი გამოვა. საქართველოს ღირსებას ამჯერად მოცურავეები, მარიამ იმნაძე და დავით აბესაძე დაიცავენ.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლიცენზიანტების განახლებული სია გამოაქვეყნა და ახალგაზრდა მოცურავეთა გვარებს სწორედ ამ სიაში ვკითხულობთ.
ორივე მათგანი თავისუფალი სტილით 100 მეტრიან დისტანციაზე გამოვა.
დღეის მდგომარეობით, „ტოკიო 2020“-ზე საქართველოს 22 ლიცენზიანტი ჰყავს. მათი სია ასე გამოიყურება:
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა),
- გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
- ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
- გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ)
- რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)
- ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)
- იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)
- ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ)
- ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)
- სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი)
- გოგიტა არქანია (კარატე)
- შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ)
- გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ)
- ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ)
- ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ)
- ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ)
- გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.)
- სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.)
- ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
- მარიამ იმნაძე (ცურვა)
- დავით აბესაძე (ცურვა).
შეგახსენებთ, რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.








