აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდოებით და საპატიო წოდებებით 9 პირი დაჯილდოვდა.
წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.
ტბელ აბუსერიძის I ხარისხის ორდენი ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს გადაეცა.
ცნობისთვის, გია გეგუჩაძე ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად 2018 წლის იანვარში დაინიშნა და აჭარულ კლუბთან ერთად წელს ეროვნული ლიგა მოიგო და კონფერენსლიგაზე ორი ეტაპიც გადალახა.







