ყაზანის რუბინის ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, თათრული კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს.
20 წლის ქართველ შემტევთან ერთად, აღნიშნული ჯილდოსთვის, დენის მაკაროვი, ჯორჯე დესპოტიჩი, ფილიპ ურემოვიჩი, იური დიუპინი და ილია სამოშნიკოვი იბრძოლებენ.
კვარაცხელია მიმდინარე სეზონში, რუბინის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში, 3 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ხვიჩასთვის ხმის მიცემა ქართველ გულშემატკივრებს ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეუძლიათ:
Голосуй -> https://www.rubin-kazan.ru/…/vyberi-luchshego-igroka…





