ავტორიტეტული რუსული გამოცემა БИЗНЕС Online, 2020 წლის რუსეთში მოღვაწე საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად საკუთარ გვერდზე გამოკითხვას ატარებს.
Грузинский волшебник: Хвича Кварацхелия – спортсмен года в Татарстане. Но есть и другие претенденты — голосуйте https://t.co/mt15iW575j pic.twitter.com/vtRoFq5ip6
— БИЗНЕС Online (@Businessgazeta) December 18, 2020
ქართველი გულშემატკივრებისთვის საამაყოდ, სიაში ახალგაზრდა ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაცაა, რომელიც გამოკითხვაში ლიდერობს და შესაძლოა გაიმარჯვოს კიდეც.
БИЗНЕС Online-ს აზრით, ყაზანის რუბინის წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი დონის ფეხბურთელი ამ გუნდში დიდი ხანია არ ყოფილა.
„წელს საუკეთესო სპორტსმენის არჩევა ძალიან რთულია. კორონავირუსის გამო თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერდა, სეზონი მხოლოდ ფეხბურთელებმა დაასრულეს, პრემიერ ლიგაში კი ჩემპიონის ბედი ჯერ კიდევ ლოქდაუნამდე იყო გარკვეული. ჩვენმა რედაქციას თავისი ფავორიტი შეარჩია, მაგრამ მკითხველსაც შეუძლია თავისი სიტყვის თქმა. ჩვენი რჩეული ხვიჩა კვარაცხელიაა.
ქართველმა ფეხბურთისადმი სიყვარული დააბრუნა. წლებია რუბინში არ ყოფილა ფეხბურთელი, ვის გამოც გულშემატკივარს თამაშების ნახვა ან სტადიონზე მისვლა ენდომებოდა. ქართველი ვუნდერკინდი სწორედ ასეთია. მისმა თამაშმა რუბინისადმი ინტერესი გაზარდა როგორც მედიის, ისე ნეიტრალური გულშემატკივრის მხრიდანაც. წარმოუდგენელი დრიბლინგი, მნიშვნელოვანი გოლები, ჭკვიანი პასები, მოპოვებული პენალტები, ლიდერობა და ევროპული კლუბებიდან მუდმივი ინტერესი – ხვიჩა 2020 წელს კლუბის ყველაზე ნათელი წერტილია.
კვარაცხელიას ყაზანში ჩასვლა რუბინის დიდი წარმატებაა. კლუბის გენერალურ დირექტორ რუსტემ საიმანოვს ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ახლო ურთიერთობა აქვს. ყველა ქართველი ფეხბურთელი რუბინში სწორედ მას მოყავდა. 2019 წლის ზაფხულში რუბინი და ჯუღელი ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე საუბრობდნენ, როცა გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაა თავისუფალი – ლოკომოტივმა მას კონტრაქტი არ შესთავაზა და რუბინის მენეჯერმაც ის რამდენიმე დღეში გაიფორმა. სიომინი ატირდა – მას ესმოდა, რომ ლოკომ დიდი შეცდომა დაუშვა და მომავალი ვარსკვლავი გაუშვა.
მართალია, ხვიჩა რუბინში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა, მაგრამ ბონუსების სახით კლუბმა მასში 3 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ რისკი იყო. მაგრამ საიმანოვმა გარისკა და ქართველმაც მოლოდინები გაუმართლა. დღეს კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელზეც უარს რუსეთში არავინ იტყოდა. ჩვენი ინფორმაციით, რუბინს უკვე ჰქონდა რუსული კლუბებიდან არაერთი შემოთავაზება, ქართველში 10-15 მილიონსაც იხდიდნენ, აგენტი კი ამბობდა, რომ მისით ტორინო, სასუოლო, ზალცბურგი, უდინეზე და გენტი ინტერესდებიან. რუბინს მისი გაშვება მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატში სურს, სანაცვლოდ კი 20-25 მილიონი ევროს მიღება.
ყაზანში მცხოვრები ხალხი ქართველზე უზომოდ შეყვარებულია“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ სტატიას ხვიჩას საუკეთესო მომენტების ვიდეოც ერთვის, რომელიც ქართველს Russian Premier Liga-ს ოფიციალურმა გვერდ მიუძღვნა.






