ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 47 წლის სპეციალისტი ხვიჩა შუბითიძე “საბურთალოს” დაემშვიდობა.
ხვიჩა დედაქალაქურ გუნდს სათავეში 14 აპრილს ჩაუდგა. გამოცდილი სპეციალისტის წასვლის შემდეგ კი, “საბურთალო” 50 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
47 წლის თავკაცმა არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.
დედაქალაქური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობი გახლავთ.
თბილისური გუნდი ხვიჩა შუბითიძეს გაწეული სამუშაოსთვის დიდ მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.





