ყაზანის “რუბინის” ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დისკვალიფიკაცია მიიღო და რუსეთის პრემიერლიგის მომდევნო ტურში 21 ნოემბერს სტუმრად “სოჭისთან” ვერ ითამაშებს.
დისკვალიფიკაციის მიზეზი ამ სეზონში მე-4 მიღებული ყვითელი ბარათია.
რუბინი როსტოვთან გასვლით შეხვედრაში 1:5 დამარცხდა. ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 56-ე წუთზე გააფრთხილება მისცეს.
“რუბინს” 14 თამაშში 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.





