ეროვნულ ნაკრებში წარმატებული თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდშიც გაიბრწყინა. რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში, ქართველმა ტალანტმა „რუბინს“ ულამაზესი გოლით „სოჭთან“ მოაგებინა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოაპოვებინა.
მატჩის შემდეგ „რუბინის“ ქართველი ტალანტი პოზიტიურ განწყობაზე იყო და მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„რა თქმა უნდა, ემოციებში ვარ, რადგან ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. მწვრთნელთან საუბრის და კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მიუხედავად ნაკრებში გადატვირთული კალენდრისა, დღეს მაინც არ დავისვენებდი.
ლეონიდ სლუცკიმ თამაშამდე ისიც კი მითხრა, რომ დღეს აუცილებლად გავიტანდი. ასეც მოხდა და ამით ბედნიერი ვარ. თან ლამაზი გოლიც გამომივიდა და ეს სასიამოვნო განცდა იყო.
ამდენი გოლი რატომ გამაქვს? არ ვიცი. ალბათ იმიტო, რომ ბევრს ვმუშაობ. მადლობა ღმერთს ამისთვის. გუნდში ერთი ოჯახივით ვართ და ესეც ყველას გვაძლიერებს“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.





