საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური კლუბების რადარზეა. ინფრომაციას ბრიტანული Football Insider-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარას შეძენით დაინტერესებულები ლონდონის “ვესტ ჰემი”, ლივერპულის “ევერტონი” და “საუთჰემპტონი” არიან.
“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი დავიდ მოიესი თავისი გუნდის შემტევი ხაზით უკმაყოფილოა, ამიტომაც ის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს.
ასე, რომ ქართველი გულშემატკივარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას უნდა დაველოდოთ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 15 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





