საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ესპანეთთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ხვიჩამ ამ მატჩში გოლი გაიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასდროსაა.
„მატჩის შემდეგ დადებითად შევაფასებდი ჩვენს თამაშს, ცოტა არ გაგვინამართლა ბოლოში. ჩემს თანაშაც დადებითად შევაფასებდი, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, ალბათ პირადად მეც და მთლიანად გუნდს უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა.“ – განაცხადა კვარამ.





