საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში, „არმაზისა“ და „ყოჩების“ შეხვედრა ინციდენტის ფონზე წარიმართა.
მატჩის მიმდინარეობისას, კერძოდ კი 51-ე წუთზე კლუბის მორაგბეებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტში მონაწილეობას გარემარბები, გიორგი ნავროზაშვილი და თემურ ჭიჭინაძე იღებდნენ, რომელიც ბურთის არ-გადაცემის გამო წარმოიქმნდა.
საბოლოოდ, სიტუაცია თანაგუნდელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა, შეხვედრის არბიტრმა კი ორივე მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა.








