კალათბურთს კევინ დურანტი დურანტი დაუბრუნდა! სამყაროს ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ 552 დღე გამოტოვა და ახალ გუნდში დებიუტიც მოასწრო.
S ▪️ E ▪️ V ▪️ E ▪️ N pic.twitter.com/4OQIVo6xlG
— Brooklyn Nets (@BrooklynNets) December 13, 2020
კევინმა აქილევსის მყესი 2019 წლის სუპერფინალში, ტორონტოსთან გაიწყვიტა. ვაშინგტონ ვიზარდსთან მატჩში, მან მოედანზე 23 წუთი გაატარა და 15 ქულა დააგროვა – ხუთი 2-ქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ორჯერ არაზუსტად ესროლა, KD-ის ასევე 3 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
The comeback is on.
🎥 15 points in the preseason debut for @KDTrey5 🎥 pic.twitter.com/tPywmhuTIN
— Brooklyn Nets (@BrooklynNets) December 14, 2020
სასიამოვნოა, რომ კევინი მოედანზე საკმაოდ მსუბუქად გადაადგილდებოდა და საერთოდ არ ეტყობოდა ტრავმის შემდეგი შიში, რაც ასეთი მძიმე დაზიანების შემდეგ სპორტსმენებს აქვთ.
KD ↘️ TLC pic.twitter.com/Xa9TVcXDCm
— Brooklyn Nets (@BrooklynNets) December 14, 2020
„ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ამ მომენტს დიდი ხნის მანძილზე წარმოვიდგენდი… როგორც კი პარკეტზე გავედი ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგადაა, დაბრუნება ძალიან მაგარი შეგრძნებაა,“ – განაცხადა დურანტულამ.
მატჩის შემდეგ კევინი ყოფილ თანაგუნდელს, შემდეგ მეტოქეს და ახლა უკვე კარგ მეგობარს რასელ ვესტბრუკს საკმაოდ თბილად შეხვდა. შეგახსენებთ, რომ რასი ვიზარდსის ახალწვეულია, თუმცა დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
Respect only. pic.twitter.com/TZxZcKcBBK
— Brooklyn Nets (@BrooklynNets) December 14, 2020





