საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ. საგულისხმოა, რომ სლოვაკურ კლუბს ვლადიმირ ვაისი წვრთნის, რომელმაც ქართველი ფეხბურთელების დასამატებლად ყველაფერი გააკეთა.
ტრანსფერების დადასტურების შემდეგ ვაისმა მცირე კომენტარი გააკეთა:
„ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას თვალდახუჭული ვენდობი, ისინი ჩემი ნაკრებში მუშაობის პერიოდში დიდ საქმეს აკეთებდნენ. არცერთია პატარა ასაკის, თუმცა ორივეს უდიდესი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოგვადგება ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე“ – განაცხადა ვაისმა.
ცნობისთვის, სლოვაკი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებში 2015-2020 წლებში მუშაობდა.





