უცნაური და ამავდროულად კურიოზული ამბავი შეემთხვა „ბაეირნის“ ფეხბურთელს ერიკ ჩუპო-მოტინგს. მოგეხსენებათ, მარტის თვის ბოლოს არა მხოლოდ ევროპაში, მთელ მსოფლიოში სანაკრეპო პაუზაა გამოცხადებული.
ბებერ კონტინეტზე თუ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა იწყება, სხვა კონტინენტზებზე ამ მხრივ ფინიშის სწორია. მათ შორის აფრიკაშიც.
მოკლედ, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩუპო-მოტინგი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ კამერუნის ნაკრების ღირსებას იცავს, ამჯერად თავის ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. არ გეგონოთ ტრავმის გამო. პირიქით, ფეხბურთელი საკმაოდ კარგ ფორმაშია და „ბაიერნში“ სისტემატიურად თამაშობს.
მიზეზი კი საკმაოდ კურიოზულია. კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ბავშვური ან გნებავთ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ელექტრონული ოფიციალური წერილი, რომლითაც ჩუპო-მოტინგისთვის ნაკრებში გამოძახება უნდა ეცნობებინა არ გაუგზავნია.
კამერუნელი ფეხბურთელი ამან ცოტა კი გააოცა, მაგრამ რას იზამდა. იფიქრა ამ ეტაპზე მთავარმა მწვრთნელმა გამოძახების ღირსად არ ჩამთვალაო. არადა ძაღლის თავი სულ სხვაგან არის დამარხული. როდესაც კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ ჩუპო-მოტინგს ნაკრებში არ ჩასვლის მიზეზის ახსნა მოთხოვა, კვანძიც აქ გაიხსნა. აღმოჩნდა, რომ ფედერაციას ელ-ფოსტა შეეშალა და წერილი ჩუპო-მოტინგის ნაცვლად, საკუთარ თავს გაუგზავნა.








