კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შეაფასა – „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
– ძნელია, ასეთი თამაშის შეფასება, ემოციები ყოველთვის ჭარბობს. ფაქტია, რომ დიდი უპირატესობა გვქონდა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ წავაგეთ.
– ასეთი თამაშები გვაჩვენებს, რომ მსგავსი გოლების გაშვება გუნდზე ცუდად მოქმედებს. ძნელია, ვუსაყვედურო ფეხბურთელებს. პირველ ტაიმში ჩვენმა სქემამ იმუშავა, მაგრამ მეტოქის მეკარემ მაღალ დონეზე ითამაშა.
– მართალია, შინ წავაგეთ, მაგრამ აზერბაიჯანში გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ. თუ მეტოქის მინუსებს უკეთ გამოვიყენებთ, ბაქოში უნდა გავიმარჯვოთ. შანსი არ დაგვიკარგავს და უნდა შევეცადოთ, შეცდომები არ დავუშვათ.
შეგახსენებთ,რომ განმეორებითი მატჩი ” დინამოს” და “ნეფთჩის” შორის 14 ივლისს ბაქოში გაიმართება.
Powered By My Software © 2020 PRIMESPORT.GE - All rights reserved