19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი კაიო ჟორჟე კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახლაგაზრდა ფეხბურთელმა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტს ხელი 2026 წლამდე მოაწერა და მასიმილიანო ალეგრის გუნდში 21 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ჟორჟე ბრაზილიური “სანტოსის” აღზრდილია, 19 წლის თავდამსხმელს ამ გუნდის მაისურით 84 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი.
𝘝𝘪 𝘱𝘳𝘦𝘴𝘦𝘯𝘵𝘪𝘢𝘮𝘰 𝘪𝘭 𝘯𝘰𝘴𝘵𝘳𝘰 𝘯𝘶𝘰𝘷𝘰 𝘯𝘶𝘮𝘦𝘳𝘰…2️⃣1️⃣!
👕⚪⚫ Fai subito tua la nuova maglia di @kaiojorgeramos ⬇️#WelcomeKaio
— JuventusFC (@juventusfc) August 17, 2021





