ჯერემი ლინმა, რომელიც ამჟამად NBA G ლიგის გოლდენ სტეიტის ფარმ კლუბ სანტა კრუზ უორიორსში გამოდის, განცხადება გაავრცელა, სადაც აშშ-ში აზიური წარმოშობის ამერიკელების მიმართ რასიზმის შესახებ ისაუბრა.
ამერიკელი აზიელების თაობაში რაღაც იცვლება. დავიღალე იმის გაგონებით, რომ რასიზმი არ შეგვხვდება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ უბრალოდ თავი უნდა დავხაროთ და პრობლემები არ შევქმნათ.
დაღლილები ვართ იმით, რომ აშშ-ში დაბადებულმა აზიელმა ბავშვებმა მუდმივან უნდა უპასუხონ კითხვას, თუ საიდან წარმოიშვნენ ისინი. ადამიანები დასცინიან ჩვენი თვალების ფორმას.
დავიღალე ჰოლივუდის სტერეოტიპებით, რომელთა ფილმები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ჩვენს ფსიქიკაზე. დავიღალე საზოგადოებაში უხილავი ყოფით, დავიღალეთ ჩვენი კოლეგების გაკვირვებით, რომლებიც ჩვენს სირთულეებს, როგორც რაღაც გამოგონილს ისე უყურებენ.
მე მინდა საუკეთესო ჩემი წინაპრებისთვის, ვინც ამდენი შრომა და თავგანწირვა გაიღო. მე ეს მინდა ჩემი დისშვილისთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი მომავალი შვილიშვილებისთვის.
მინდა საუკეთესო მომავალი თაობის აზიელი ამერიკელი სპორტსმენებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობენ.
ამერიკელი აზიელი არ ნიშნავს, რომ სიღარიბის და რასიზმის წინაშე არ ვდგავართ. თქვენ წარმოიდგინეთ, აზიელი, რომელსაც NBA-ში თამაშის 9 წლიანი გამოცდილება მაქვს, არ ვარ დაცული იმისგან, რომ პარკეტზე „კორონავირუსი“ არ დამიძახონ”, – დაწერა ლინმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





