საფეხბურთო კლუბი „ურალი“ კიდევ ჰო, მაგრამ არა გვდონია ილდრენ იბრაჰიმ სახელი და გვარი ქართველ გულშემატკივარს რაიმეს ეუბნებოდეს ან მის შესახებ სმენოდათ.
არც ჩვენ დავინტერესდებოდით და უყურადღებოდა დავტოვებდით, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. შესაძლოა, იბრაჰიმმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში ითამაშოს.
მოკლედ, საუბარია კოსოვოს ნაკრებზე. ილდრენ იბრაჰიმიც ამ ქვეყნის გუნდის ღირსებას იცავს. ნუ ვერ ვიტყვით, რომ იქ ჭიპი აქვს მოჭრილი. 25 წლის კოსოვოელმა ვინგერმა, თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურა ჯერ მხოლოდ ერთხელ მოირგო. ეს 2020 წლის იანვარში მოხდა, თუმცა ნაკრების შეკრებებზე მას სისტემატიურად იძახებენ.
ბევრი რომ არ გავარგრძელოთ, ილდრენ იბრაჰიმი, რომელმაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, სულაც არ გაგვიკვირდება 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს „ურალის“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტის მიხედვით ის ეკატერინბურგულ გუნდში 3,5 წელიწადს უნდა დარჩეს.
„ურალამდე“ ილდრენ იბრაჰიმი ნორვეგიული „ვიკინგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა სკანდინავიურ გუნდში დარჩენა აღარ ისურვა.





