საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა თავის ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გაავრცელა, სადაც ხინკალს ხელთათმანებით მიირთმევს.
გიორგის პოსტის სათაურად უწერია, რომ 2022 წელს საქართველოს ისტორიის საფუძვლიანად შესწავლა სურს, ისტორიის შესწავლას კი ის სამზარეულოთი იწყებს.
აღნიშნულ პოსტზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ნიკა კვეკვესკირმა საკმაოდ სახალისო კომენტარი ატვირთა:
“ჯერ ხელთათმანი გადააგდე, მერე უკვე შეიძლება დაწყება” – წერს ნიკა კვეკვესკირი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ამჟამად შვებულებაშია, ახალგაზრდა ფეხბურთელი მალე სათამაშოდ “ჩერნომორეცში” დაბრუნდება.