პსჟ-ს სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა ჯანო ანანიძეს საჩუქრად მაისური გამოუგზავნა. ამის შესახებ ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯანოს, საუკეთესო სურვილებით, ნეიმარისგან“, – წერს ბრაზილიელი ფეხბურთელი მაისურზე.
ჯანო ანანიძე ამჟამად თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა ფეხბურთელს თბილისური კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია. 28 წლის ანანიძე ტრავმას ამ დრომდე მკურნალობს.







