იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიაში ინგლისი დაამარცხა და ისტორიაში თავისი მე-2 ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ “სკუადრა აძურას” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა, ფინალურ მატჩში 2 პენალტი მოიგერია და თავისი კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.








