საფეხბურთო სამყაროში დიდი სკანდალი მომწიფდა. თუმცა რაღა მომწიფდა, უკვე სახეზეა. ევროპული გრანდების ნაწილმა თავისი მაინც გაიტანა და ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა.
ამ ამბავს ფიფა უბრალოდ რომ ვერ გაატარებდა და მწვავე რეაქცია ექნებოდა ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომაც მეტად ხისტი კომენტარი გააკეთა.
„ეს სეპარატისტული ლიგაა. რატომ? ახლავე მოგახსენებთ. ფიფას წესდების თანახმად, ნებისმიერი საფეხბურთო შეჯიბება, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური მასშტაბის ტურნირი, უნდა ასახავდეს სოლიდარობას, ინკლუზიურობასა და ერთიანობას, ასევე – ფინანსების სამართლიანად გადანაწილების პრინციპებს.
ყოველივე ამის ფონზე კი თამამდ შეიძლება განვაცხადო, რომ დაირღცა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები და ამიტომაც ესა თუ ის დახურული ლიგა ან ტურნირი არის სეპარატისტული.
ფიფა მოუწოდებს ყველა მხარეს, რათა დაიცვან ფეხბურთის მთავარი პრინციპები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ფეხბურთის ინტერესების დაცვას“ – ნათქვამია ჯანი ინფანტინოს განცხადებაში.





