საჩოგბურთო სამყაროში არც ისე კარგი მეგობრობა იციან. არა, ისეც ნუ გაიგებთ, თითქოს ერთმანეთზ ყველა დანა-სისხლად არის გადაკიდებული. რა თქმა უნდა, კარგი მეგობრებიც არსებობენ და არც ერთმანეთის პატივისცემას ივიწყებენ, თუმცა პირიქითაც ხდება და მოქმედი თუ ყოფილი ჩოგბურთელები ერთმანეთის მისამართით ცინიკურ გამონათქვამებსაც არ იშურებენ.
ასე იყო იონ ცირიაკის შემთხვევაშიც, რომელმაც სერენა იულიამსი გააკრიტიკა და მწარე გამონათქვამებითაც შეამკო. „თუ სერენას ოდნავი თავმოყვარეობა მაინც შერჩენია, მან კარიერა უნდა დაასრულოს“ – თქვა ყოფილმა რუმინელმა ჩოგბურთელმა ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში. შეგახსენებთ, ტიტულებით ცირიაკი დიდად ვერ დაიკვეხნის და დიდი სლემის ტურნირებიდან მხოლოდ ერთხელ და ისიც წყვილთა თანრიგში, 1970 წელს როლან გაროსზე უჩემპიონია, ამჟამად კი მადრიდის მასტერსის მფლობელია.
იონ ცირიაკის ამ სიტყვებზე მწვავე რეაქცია ჰქონდა სერენა უილიამსის ქმარს ალექსის ოგანიანს. „ცირიაკის შესახებ დავგუგლე, მაინტერესებდა რა მიღწევები ჰქონდა და აღმოჩნდა, რომ მგონი ჩემი 3 წლის გოგონას უფრო მეტი მეიჯორი აქვს მოგებული, ვიდრე მას მთელი კარიერის მანძილზე. ამიტომ მასზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ჯამბაზია“ – აღნიშნა უილიამსის მეუღლემ.








