ვერაფერს ვიტყვით, 19 წლის ახალგაზრდა ჩოგბურთელი ანასტასია პოტაპოვა მართლაც რომ სასიამოვნო გარეგნობის გოგონაა და ყველაფერთან ერთად კორტზეც მკვირცხლად ირჯება. არაერთი ჩოგბურთელისთვის მეიჯორზე მოხვედრაც კი საოცნებოა, პოტაპოვასთვის კი დიდი სლემი უცხო ხილი აღარ არის, მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე სულაც ორი ეტაპი გადალახა .
რუსმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში უნგრელი ტიმეა ბაბოში დაამარცხა და გამარჯვებაც თავისებურად აღნიშნა. თურმე ნუ იტყვით და პოტაპოვას ყოველი მოგებული მატჩის შემდეგ თავისი რიტუალი აქვს – აუცილებლად იმ საღამოს ნაყინი უნდა მიირთვას.
ასე მოიქცა ამჯერადაც. მელბურნის ქუჩებში გაისეირნა და პარკში ნაყინიც გემრიელად დააგემოვნა.
„მეორე ეტაპიც გადალახულია. მოგებული მატჩების შემდეგ ნაყინი ერთი სიამოვნებაა. რაც შეეხება სერენას, მასთან ბოლომდე დავიხარჯები“ – დაწერა ანასტასია პოტამოვამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
სერენა უილიამსი კი მას უბრალოდ არ უხსენებია. მესამე წრეში რუსი ჩოგბურთელი მონსტრს დაუპირისპირდება. ვნახოთ, მრისხანე ამერიკელთან მატჩის შემდეგ ანასტასია პოტაპოვა ნაყინის ჭამის ხასიათზე თუ იქნება.








