ტურინის „იუვენტუს“ დღეიდან ისევ მასიმილიანო ალეგრი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადსტურა. ალეგრი ტურინულ გრანდში 4 წლით იქნება და სეზონში ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს.
„ბიანკონერის“ ხელმძღვანელობამ გუნდის ყოფილ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ პირლო იუვენტუს სათავეში 2020/21 წლების სეზონის სათავეში ჩაუდგა და კლუბთან ერთად კოპა იტალია მოიგო, იტალიის სერია ა-ში კი მეოთხე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მასიმილანო ალეგრის, ის „ბებერ ქალბატონს“ 2014-2019 წლებშიც წვრთნიდა.
Good luck, @Pirlo_official and thank you for these emotions! 🏆🏆⚪⚫
— JuventusFC (@juventusfcen) May 28, 2021
Welcome back home, Max! ⚪⚫#AllegriIN
— JuventusFC (@juventusfcen) May 28, 2021





