მოსკოვის ლოკომოტივის ლეგენდარულმა ყოფილმა დამრიგებელმა იური სიომინმა, რუსულ გამოცემა РБ-Спорт-თან ინტერვიუში თავისი ყოფილ შეგირდ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
ის ახლა პროგრესირებს და სავსებით შესაძლებელია, თუ კარგი წინადადება იქნება, წავიდეს, თუ მასში კარგ ფულს გადაიხდიან.
ეს ნორმალური სიტუაციაა. 20 წლისაა, ამ ასაკში კი უნდა ითამაშო. იგივე ჰოლანი დორტმუნდში ყველაზე მაღლ დონეზე ასპარეზობს. ხვიჩასადმი ინტერესი რომ არსებობს, ეჭვი არ მეპარება.
20 წლისაა და ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც იუვენტუსია, ნაადრევი არაა?
ეს ნორმალური ასაკია, როდესაც ორგანიზმი დატვირთვებს იღებს და სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირდება.
მაგრამ იუვენტუსში უზარმაზარი კონკურენციაა…
თუ წინადადება იქნება, უნდა დათანხმდნენ. სხვა საკითხია, უნდა თუ არა იხილოს თავისთან ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა. პლუს, საჭიროა ნახონ, მას რომელი სტილი მიესადაგება. თავად უნდა მიიღოს ტრანსფერში მონაწილეობა. ის ამისაკენ ისწრაფვის.
ასეთ ფასეულ მოთამაშეს რუბინი და სლუცკი გაუშვებს?
ვფიქრობ, რუბინი გაუშვებს. მათ ასეთი შეთანხმებები ჰქონდათ. სლუცკის ხელში გუნდი პროგრესირებს, ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – გუნდი შესანიშნავია. ეს სლუცკის დიდი დამსახურებაა. თუ სტარტი რთული გამოუვიდათ, ახლა ყველა ფეხბურთელი ჩინებულად თამაშობს.





