გიორგი წიტაიშვილის და ბექა ვაჩიბერაძის “ჩერნომორეცმა” უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურში შინ “მეტალისტი 1925” 2:1 დაამარცხა.
გიორგი წიტიაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ვაჩიბერაძემ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. რაც შეეხება საბა კვირკველიას იგი სათადარიგოთა სკამზე იყო.
მატჩის შემდეგ “ჩერნომორეცის” მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა:
“ვგრძნობ როგორ შესცქერიან ბავშვები გიოს, როდესაც ის მეტოქეებს ატყუებს, ასევე როცა მათთან ფოტოსურათებს იღებს. აქ ფეხბურთი არის და იქნება მომავალშიც და ეს ჩემთვის პოზოტივია”, – ამბობს იური მოროზი.
ოდესის “ჩერნომორეცი” უკრაინის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-13 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ოდესურ კლუბში იჯარით თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 13 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.





