„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. იურგენ კლოპის გუნდი „რეალს“ დაეჩაგვრინა.
მართალია, განმეორებით დაპირისპირებაში მერსისაიდელებს აღარ წაუგიათ, მაგრამ ვერც მოგება შეძლეს და მატჩიც ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი შეხვედრა კი „ლივერპულს“ მადრიდში 1:3 ჰქონდა წაგებული.
„ლივერპულის“ გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი მატჩის შემდეგ ნირწამხდარი გახლდათ.
„მატჩის დასაწყისში ძალიან კარგად ვთამაშობდით. დროის გასვლასთან ერთად ჩვენთვის ყველაფერი რთულდებოდა. მეორე ტაიმში „რეალმა“ თამაშზე მცირე კონტროლი აიღო.
ახლა ჩვენი მიზანი ის გახლავთ, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად მოვხვდეთ. ჩვენ „ლივერპული“ ვართ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.
მადრიდში გაშვებული მესამე გოლი დიდი იმედგაცრუება იყო. ვფიქრობ, დღეს პირველ 15 წუთში, რომ გაგვეტანა მატჩის სცენარი სხვანაირად განვითარდებოდა.”








