დღეს, იაოუნდეს სახელობის სტადიონზე აფრიკის თასის ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში სენეგალმა ეგვიპტე პენალტების სერიაში დაამარცხა.
ეგვიპტელი ფეხბურთელის მოჰანად ლააშენის გაფუჭებული პენალტის შემდეგ, გადამწყვეტი დარტყმა სადიო მანემ გამოიყენა და თავის ქვეყანას გმირად მოევლინა.
Winner. pic.twitter.com/FKzgWPsjPv
— B/R Football (@brfootball) February 6, 2022
ჩემპიონობამდე გზა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. სენეგალმა ჯგუფურ ეტაპზე ზიმბაბვეს ნაკრები დაამარცხა, მალავისთან და გვინეასთან კი ფრე ითამაშა. 1/8 ფინალში ალიოუ სისეს გუნდმა კაბო-ვერდე დაამარცხა, 1/4 ფინალში სენეგალელებმა ეკვატორული გვინეა დაამრცხეს, ნახევარფინალში კი ბურკინა ფასოს სძლიეს.
აღსანიშანვია, რომ სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
SENEGAL WIN THEIR FIRST AFCON TITLE 🇸🇳 pic.twitter.com/zo8IWWnULI
— B/R Football (@brfootball) February 6, 2022






