აფრიკის ერთა თასზე, ტუნისის ნაკრები მალის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა.
ზამბიელმა მსაჯმა, ჯანი სიკაზვემ ტუნისისა და მალის ნაკრებების მატჩი 86-ე წუთზე დაასრულა.
ცოტა ხანში არბიტრი მიხვდა თავის შეცდომას და შეხვედრა განახლდა. ამჯერად, რეფერიმ მატჩი 20 წამით ადრე, 89:40-ზე დაასრულა.
გუნდები მოედნიდან გავიდნენ და უკვე მატჩის შემდეგ პრესკონფერენციები მიმდინარეობდა, როდესაც აფრიკის ერთა თასის ორგანიზატორებმა მათ მოედანზე დაბრუნება და მატჩის ბოლომდე დასრულება მოსთხოვეს. მთავარი მსაჯის ფუნქციების შესრულება სათადარიგო რეფერს დაავალეს.
ტუნისიელები, რომლებიც თამაშს 0:1 აგებდნენ, გაზონზე აღარ გავიდნენ და თამაშიც შესაბამისად აღარ გაგრძელდა.





